პროექტის სახელწოდება: რა უბიძგებს მოზარდს დანაშაულისაკენ
პროექტის მთავარი იდეა:
IXკლასში ვსწავლობთ ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“. მოსწავლეები დაინტერესდებიან თემით, გულთან ახლოს მიიტანენ ბეჟანისა და მისი ძმის სულიერ ტკივილებს, ჩავატარებ მინი ლექციას, განვავრცობ ამ თემას უფრო, განსაკუთრებულად გავამახვილებ ყურადღებას მოზარდთა დანაშაულთა შესახებ, გაიმართება მინი დისკუსია. გამოიკვეთა საჭირბოროტო საკითხები: საზოგადოების გულგრილობა, მშობლების პასუხისმგებლობა შვილების პიროვნულ ფორმირებაში, გამოიკვეთება მოზარდთა დანაშაულის სიმძიმე. მოსწავლეთა ინტერესთა გათვალისწინებით შევთავაზებ პროექტის გაკეთებას.
პროექტის აქტუალობა:
ამ პროექტის დახმარებით მინდა მოსწავლეებს განუვითარდეს წიგნის კითხვის ინტერესი, მოსწავლეები არა მარტო წაიკითხავენ, არამედ გაიაზრებენ, გაანალიზებენ, შეაფასებენ. დაფიქრდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებზე, გამოიკვლევენ მოზარდთა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს, საზოგადოების გულგრილობის მძაფრ შედეგებს. შეეცდებიან აღმოფხვრის გზების ძიებას.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეები დავაინტერესო მოზარდთა პრობლემებით, შეძლონ მოვლენების რეალურად აღქმა, სწორი შეფასება და დასკვნების გამოტანა. გახდნენ მეტად ჰუმანურები და ტოლერანტულები. გავუღვივო მოყვასის სიყვარული. განუვითარდეთ კომუნიკაციის, აზრთა გაცვლა- გამოცვლის უნარები, შეძლონ საკუთარი თავის მათთან გაიგივება, შეითვისონ გუნდში მუშაობის წესები.
მონაწილეთა ასაკი: 14 წლის
ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
გამოკვლევები, ჩანაწერთა დღიურები, ბუკლეტები, კედლის გაზეთი, ფოტო-გამოფენა. ინტერვიუს კითხვები, სქემები, გრაფიკები, ნახატები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, საჭირო ლიტერატურა (მივუთითებ), მოზარდთა კანონები, ფოტოაპარატი, საწერ-კალამი, სახელმღვანელო IX კლასი, სახატავი ფანქრები, ფორმატი, ინტერვიუს კითხვები, სასწავლო ფილმი.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.
ერთს ვავალებ მოიძიოს ინფორმაცია- მოზარდთა დანაშაულის გამოწვევის მიზეზები.
მეორე ჯგუფს- მოზარდთა დანაშაულის შედეგი.
მესამეს- რა გზები/ ხერხები შეიძლება დაინერგოს მოზარდთა დანაშაულის აღმოსაფხვრელად.
დავალებები მოაქვთ სქემების, გრაფიკების სახით. აკეთებენ პრეზენტაციას წერილობით. კლასში ვისმენთ ერთობლივად ჯგუფების პრეზენტაციას, ვაკეთებთ შენიშვნებს, გამოვთქვამთ მოსაზრებებს, ვაკეთებთ ჩანაწერებს. ვუყურებთ სასწავლო ფილმს ამ თემაზე. ვგეგმავთ შეხვედრას იურიდიულ პირთან, ინტერვიუს კითხვებს ვამზადებთ წინასწარ, გამოკვეთილი თემაა როგორ იცავს კანონი მოზარდებს. ვმართავთ დისკუსიას. ვუშვებთ კედლის გაზეთს, ვაკეთებთ ნახატების გამოფენას .
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ქართული ენა და ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება
პროექტის ხელმძღვანელი:ნანა ქარციძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: